რა არის ბალტიის ქარვა?
ბალტიის ქარვა არის ორგანული ნივთიერება, რომელიც დამზადებულია ხის წებოსგან (ფისი), რეალურაად ის არის გაქვავებული ფისი, რომელიც დახლოებით 45 მილიონი წლის წინ გაქვაავდა.
ბალტიის ქარვა გამოიყენებოდა უძველესი დროიდან, მისგან ამზადებდნენ ქარვის სამკაულებს, ორნამენტებს და სუნამოების ინგრედიენტებს. ქარვა დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში მისი სამკურნალო თვისებების გამო.
სად შეიძლება მოიძებნოს ბალტიის ქარვა?
ბალტიის ქარვა მოდის ჩრდილოეთ ევროპის ბალტიის ზონიდან ბალტიის ზღვის გარშემო. სწორედ ამიტომ დაერქვა ეს სახელი. ბალტიის ქარვას ზოგჯერ ჩრდილოეთის ოქროს უწოდებენ.
ქარვა, ზოდიაქო და მკურნალობა
ქარვა ხელს უწყობს დასვენებას, ანელებს უკმაყოფილებას. ეს განსაკუთრებით ღირებულია მათთვის, ვისაც აქვს კომუნიკაციის პრობლემები ან მათი სამუშაო დაკავშირებულია კომუნიკაციასთან. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო ქვა. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მიზნებისთვის. დიდ გავლენას ახდენს სასუნთქ სისტემაზე, ფილტვებზე, ენდოკრინულ სისტემაზე, კანზე, ყურებზე, თვალებზე და ა.შ.
ის შესაფერისია ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, განსაკუთრებით კი ტყუპებისთვის, კირჩხიბისთვის, ლომის, ქალწულისა და მერწყულისთვის
რა ხდის ბალტიის ქარვას ასე ღირებულს?
მრავალი ფაქტორი განაპირობებს ბალტიის ქარვის ხარისხსა და ღირებულებას.ქარვა იძლევა მშვენიერ გაუმჭვირვალე დიზაინს იმისდა მიხედვით, თუ რამდენი წლისაა და როგორ იყო გაქვავებული. რამდენად გამჭვირვალეა ქარვის ნაჭერი გავლენას ახდენს მის ღირებულებაზე. რაც უფრო გამჭვირვალეა, მით უფრო ღირებულია.
ფერი
ქარვის ფერი გავლენას ახდენს მის ღირებულებაზე.
ჟანგვის დონე და მზის ზემოქმედება განსაზღვრავს ქარვის ფერს. ფერები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში ჟანგვის დონისა და მზის ზემოქმედების მიხედვით. ბალტიის ქარვის ფერი მერყეობს ღია ყვითლიდან მუქ ყვითლამდე და მუქი ყავისფერიდან ნარინჯისფერამდე. რაც უფრო მდიდარია ფერი, მით უფრო ძვირია ის.
ქარვის ასაკი რამდენიმე მილიონ წელს ითლის, რაც მის ღირებულებას ზრდის, ვინაიდან რაც უფრო ძველია რაღაც, მით უფრო ღირებულია.
რატომ არის ბალტიის ქარვა ასეთი მსუბუქი?
ბალტიის ქარვა ძალიან მსუბუქია, რადგან იგი თითქმის მთლიანად შედგება წყალბადისა და ჟანგბადისგან.
როგორ ამოვიცნოთ ყალბი ბალტიის ქარვა?
1. შეხედე.
ჯერ შეხედე. ვიზუალური დათვალიერება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა ყალბი ქარვის გამოსავლენად. ნამდვილ ქარვას ჩვეულებრივ აქვს ჰაერის ბუშტები. ეს არის ისტორიის ნაწილი რადგან ფიჭვის წვენის შეგროვებისას ჰაერის ბუშტები მისი თანმხლევი ნაწილია. ასე რომ, როდესაც ქარვის ნაჭერს შუქზე უყურებთ, ბუნებრივი ნაკლოვანებები აუცილებლად უნდა დაინახოთ.
2. დაიჭირე
იმის გამო, რომ ის მოდის ხის ფისისგან, ბალტიის ქარვას აქვს ოდნავ წებოვანი შეგრძნება. ქარვა შეხებისას არის თბილი დაა ძალიან მსუბუქი, განსხვავებით სხვა ძვირფასი თვლებისა, რომლებიც მძიმეა და ცივი. ადამიანები ყოველთვის გაოცებულები რჩებიან, როდესაც ქარვას ეხებიან, რადგან ის ძალიან მსუბუქია.
3. მოისვით სახეზე
ეს უფრო უცნაურად ჟღერს, ვიდრე არის.
ნამდვილ ქარვას აქვს ელექტროსტატიკური თვისებები, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია მუხტის შენარჩუნება. თუ თქვენს ქარვის სამკაულს შემოახვევთ ქსოვილში და დაახლოებით 45 წამის განმავლობაში წაისვამთ სახეზე, შემდეგ დაიჭერთ თმასთან ახლოს, თმა აუცილებლად აიწევა.
4. ჩააგდე წყალში.
ქარვა უნიკალურია იმით, რომ ცურავს მარილიან წყალში, მაგრამ იძირება მტკნარ წყალში. თუ შეგიძლიათ, ჩაყარეთ თქვენი ქარვა მარილიანი წყლის კონტეინერში. ყალბი ქარვა ჩაიძირება, ნამდვილი კი არა.